მუკოვისციდოზის დროს კუჭქვეშა ჯირკვლის არასაკმარისი ეგზოგენური ფუნქციის კომპენსაციისთვის.
პანკრაზა 10000 ევრ. ფარმ. ერთეული
ნაწლავში ხსნადი კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: პანკრეატინი (პელეტების ფორმით) 171,43 მგ, რაც შეესაბამება ლიპაზას 10000 ევრ. ფარმ. ერთეულს, ამილაზას 8000 ევრ. ფარმ. ერთეულს, პროტეაზას 600 ევრ. ფარმ. ერთეულს.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნაწლავში ხსნადი ფირფიტის გარსი (მეტაკრილის მჟავის და ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), ტრიეთილციტრატი, ტალკი); კაფსულა: რკინის ოქსიდი შავი, რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.
კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოგენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები;
მუკოვისციდოზის დროს კუჭქვეშა ჯირკვლის არასაკმარისი ეგზოგენური ფუნქციის კომპენსაციისთვის.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის და მოხმარებული საკვების შემადგენლობის მიხედვით.
ბავშვები
დოზის გაანგარიშება ხდება სხეულის წონიდან გამომდინარე.
საწყისი დოზა 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეადგენს ლიპაზას 1000 ევრ. ფარმ. ერთეულს სხეულის წონის 1 კგ-ზე საკვების ერთ მიღებაზე და 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 500 ევრ. ფარმ. ერთეულს სხეულის წონის 1 კგ-ზე საკვების ერთ მიღებაზე.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
დოზის შერჩევა უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, საკვების მონელების დარღვევის ხარისხის და საკვებში ცხიმების შემცველობის მიხედვით.
ზოგადი რეკომენდებული დოზა შეადგენს ლიპაზას 20000-80000 ევრ. ფარმ. ერთეულს საკვების ერთ მიღებაზე (შეესაბამება 2-8 კაფსულა პანკრაზა 10000 ევრ. ფარმ. ერთეულს ან 1-3 კაფსულა.
პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამისა თუ მსუბუქი წახემსების დასრულებისთანავე, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუშვებელია გახლეჩა ან დაღეჭვა.
ყლაპვის გაძნელებისას (მაგალითად, პატარა ბავშვებში ან ხანდაზმულ პაციენტებში) კაფსულებს ფრთხილად ხსნიან და პელეტებს (კაფსულების შიგთავსს) უმატებენ рН<5,5-ის მქონე რბილ საკვებს, რომელიც არ საჭიროებს დაღეჭვას (მაგალითად, ვაშლის პიურე ან იოგურტი), ან იღებენ рН<5,5-ის მქონე საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგალითად, ვაშლის, ფორთოხლის ან ანანასის წვენი). პელეტების ნებისმიერი ნარევი საკვებთან ან სითხესთან არ ექვემდებარება შენახვას და მისი მიღება უნდა მოხდეს მომზადებისთანავე.
გახლეჩის, დაღეჭვის გამო ან рН>5,5-ის მქონე საკვებსა თუ სითხეში დამატებისას, პელეტების ნაწლავში ხსნადი გარსის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუში ფერმენტების ნაადრევად გამოთავისუფლება, პირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით, ასევე პრეპარატის ეფექტურობის დაქვეითება.
უნდა გაკონტროლდეს, რომ პრეპარატი არ დარჩეს პირის ღრუში.
პრეპარატით თერაპიის დროს აუცილებელია პაციენტის მიერ საკმარისი რაოდენობის სითხის მიღების უზრუნველყოფა.
ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 6 თვის განმავლობაში.