ცხვირის ღრუს, ხახის, ცხვირის დამატებითი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნეომიცინის სულფატი 6500 სე, პოლიმიქსინ B სულფატი 10000 სე, დექსამეტაზონის ნატრიუმის მეტასულფობენზოატი 0,25 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 4000, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
ცხვირის ღრუს, ხახის, ცხვირის დამატებითი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები:
დოზირება:
ზრდასრულები: ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
2,5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის : ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს.
გამოყენების წესი:
რინეტრა სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისთვის.
გამოყენებისას ფლაკონი უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურად ზემოთ მიმართული გამფრქვევით.
მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები. დექსამეტაზონი კომბინაციაში. ათქ კოდი: R01AD53
რინეტრა წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში. მას გააჩნია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ცხვირის ლორწოვან გარსზე და ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B-ს ანტიბაქტერიული მოქმედება.
დექსამეტაზონი კარგად შეიწოვება ადგილობრივი გამოყენების დროს და მისი აბსორბცია იზრდება ლორწოვანი გარსის ანთების დროს. მითითებული ანტიბიოტიკების კომბინაციაში ფართოვდება ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების უმეტესობის წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების ინფექციურ და ანთებით დაავადებებს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
მონაცემები არ არის.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!