ამცირებს ცხელებას, რომელიც ხშირად თან ახლავს გაცივებას, გრიპს და ბავშვთა ინფექციებს, მათ შორის ჩუტყვავილა, ყივანახველა, წითელა და ეპიდემიური პაროტიტი.
მოქმედი ნივთიერებები: პრეპარატის ყოველი 1 მლ შეიცავს 24 მგ პარაცეტამოლს.
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი სორბიტოლი (არაკრისტალიზებული) E420, ქსანტანის გუმფისი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი E218, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი E216, ლიმონმჟავა უწყლო, ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, გლიცერინი, მარწყვის არომატიზატორი, დინატრიუმის ედეტატი, სუკრალოზა, თხევადი მალტიტოლი E965, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატი საბავშვო პანადოლი შეიცავს პარაცეტამოლს, რომელიც არის ტკივილგამაყუჩებელი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც ხსნის ტკივილს და შემცივნებას) და სიცხის დამწევი საშუალება (ამცირებს ტემპერატურას, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს).
სუსპენზია საბავშვო პანადოლი ხსნის კბილების ამოსვლით გამოწვეულ ტკივილს, კბილის ტკივილს და ყელის ტკივილს; იგი ამცირებს ცხელებას, რომელიც ხშირად თან ახლავს გაცივებას, გრიპს და ბავშვთა ინფექციებს, მათ შორის ჩუტყვავილა, ყივანახველა, წითელა და ეპიდემიური პაროტიტი.
საჭიროების შემთხვევაში, საბავშვო პანადოლი შეიძლება გამოყენებული იქნას ორსულობის დროს. ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას რაც შეიძლება დაბალი დოზა და მაქსიმალურად შემცირდეს მკურნალობის დრო. თუ ტკივილი ან/და ცხელება არ მცირდება, მიმართეთ ექიმს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს პრეპარატი ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან თქვენი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების შესაბამისად. კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
სამკურნალო საშუალების გამოსაყენებელი რაოდენობა ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილებში.
ბავშვის ასაკი - დოზა გამოყენების სიხშირე - (24 საათის განმავლობაში)
არ მისცეთ ბავშვს 4 დოზაზე მეტი პრეპარატი 24 საათის განმავლობაში.
ორ დოზას შორის ინტერვალი სულ მცირე 4 საათი უნდა იყოს.
არ მისცეთ ეს პრეპარატი თქვენს შვილს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან კონსულტაციის გარეშე.
2 თვემდე ასაკის ბავშვებში ექიმის რეკომენდაციის გარეშე გამოყენება არ არის რეკომენდებული.
არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.
თუ 24 საათის განმავლობაში სიმპტომები არ მცირდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე შეიძლება სახიფათო იყოს. ეს პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აშკარა საჭიროების შემთხვევაში.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.