საერთაშორისო დასახელება - cetirizine კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → მეორე თაობის პრეპარატები შემადგენლობა წამლის ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარი (შიგნით მისაღები წვეთების ფორმით) შემადგენლობა: შიგნით მისაღები წვეთების 1მლ შეიცავს 10მგ აქტიურ ინგრედიენტს – ცეტირიზინის ჰიდროქლორიდს; დამხმარე ნივთიერებებს: გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის აცეტატი, მეტალ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, გაყინული ძმარმჟავა, გასუფთავებული წყალი.
ჩვენებები - მუდმივი ალერგიული რინიტი - სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი - ქავადი ალერგიული დერმატოზები - ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება
მიღების წესები და დოზები გამოყენების წესი მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: ჩვეულებრივი დოზა – 10მგ ერთხელ დღეში (20 წვეთი), სასურველია ღამით. 6-12 წლამდე ასაკის ბავშვები: ჩვეულებრივი დღიური დოზა – 5მგ (10წვეთი) ორჯერ დღეში (დილას და საღამოს); ან 10მგ (20 წვეთი) საღამოს . 2-6 წლის ბავშვები: ჩვეულებრივი დღის დოზა – 5 მგ ( 10 წვეთი დღეში). ასევე, ამ დოზის გაყოფა შეიძლება ორ მიღებად 2.5 მგ (5 წვეთი დილას და საღამოს).1-2 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2.5 მგ (5 წვეთი) ორჯერ დღეში. ხანდაზმული ავადმყოფები: ასეთი ავადმყოფებისათვის რეკომენდებულია დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღეში. ავადმყოფებს თირკმლის უკმარისობით უნიშნავენ რეკომენდებული დოზის ნახევარს (5 მგ დღეში). როდესაც კრეატინინის კლირენსი არის < 30 მლ/წუთ – 5 მგ (10 წვეთი) დღეგამოშვებით. როდესაც კრეატინინის კლირენსი არის < 10 მლ/წუთ – პრეპარატი არ ინიშნება.
გვერდითი მოვლენები - დოზაზე დამოკიდებული სედატიური ეფექტი - დაღლილობის შეგრძნება - თავის ტკივილი - თავბრუსხვევა - პირის სიმშრალე - ღებინება და კუჭ-ნაწლავის მხრიდან სხვა სიმპტომები - შფოთვა (მოძრაობითი აქტივობის მომატება) ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტების ინტენსივობის შემცირება შეიძლება დღიური დოზის ორ მიღებად გაყოფით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სისხლძარღვების შეშუპება, გამონაყარი) წარმოიქმნება იშვიათად ( < 2%).
უკუჩვენება - ჰიპერმგრძნობელობა ცეტირიზინის ან პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტების მიმართ. - ძუძუთი კვება, რადგან ცეტირიზინი აღწევს დედის რძეში. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებში სავარაუდო გვერდითი ეფექტების რისკი აღემატება შესაძლო სარგებელს დედისათვის და ამგვარად, ლაქტაციის დროს ცეტირიზინს არ ნიშნავენ. - ბავშვთა ასაკი 1 წლამდე (ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებული არ არის). - ორსულობა წარმოადგენს შედარებით უკუჩვენებას. ექსპერიმენტულ გამოკვლევებზე დაყრდნობით, შეიძლება დადასტურდეს, რომ ცეტირიზინს არ გააჩნია ტერატოგენული ეფექტი. მონაცემები ადამიანზე კონტროლირებადი კვლევების შესახებ არ არსებობს, რის გამოც, ორსული ქალებისათვის პრეპარატი რეკომენდებული არ არის. - კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ