About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინ ტრიჰიდრატი და კალიუმის კლავულანატი. ერთი პაკეტი შეიცავს 1148მგ ამოქსიცილინ ტრიჰიდრატს, ექვივალენტურია 1გ ამოქსიცილინის და 148.9მგ კალიუმის კლავულანატი, რომელიც შეესაბამება 125მგ კლავულანის მჟავას. დამატებითი ნივთიერებები არის კვარცის დიოქსიდი, საქაროზა, ქსანტანის გომიზი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის ფხვნილი.
ჩვენება: ეს მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ზედა და ქვედა რესპირატორული გზების ინფექციები, მათ შორის: შუა ყურის ინფექციები (ოტიტის მედია); პარანაზალური წიაღების მწვავე ინფექციები (მწვავე სინუსიტი); ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება; ფილტვის ინფექციები; თირკმელების და ქვედა საშარდე გზების ინფექციები; გენიტალური ინფექციები. შენიშვნა: პნევმონიის მკურნალობა უნდა დაიწყოს პარენტერალურად, გასანკუთრებით პნევმონიის მძიმე ფორმების დროს, რომელიც შეძენენილია. გათვალისწინებული უნდა იქნას ოფიციალური საერთაშორისო გაიდლაინები შესაბამისი ანტიმიკრობული საშუალების გამოყენების შესახებ.
უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერება ამოქსიცილინის და-ან კლავულანის მჟავას, ან ამოქსიკლავ-დენკ 1000-125-ის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გარკვეული ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიული რეაქციები (მაგ. პენიცილინები, ცეფალოსპორინები), რადგან ასეთ შემთხვევაში იზრდება ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკი. აქედან გამომდინარე, საჭიროა ექიმის დეტალურად ინფორმირება იმ ანტიბიოტიკის შესახებ, რომლებსაც წარსულში ღებულობდა პაციენტი. თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა ღვიძლის მხრივ პრობლემები ან სიყვითლე ამოქსიკლავ-დენკ 1000-125-ის მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმის ინფორმირება.ორსულობა: ამპიცილინის მიღება ორსულებში იწვევს ესტრადიოლის (ჰორმონი) და მასთან დაკავშირებული ნაერთების დონის დროებით შემცირებას. ეს ეფექტი შესაძლოა ასევე გამოვლინდეს ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავის მიღების დროს.იღების წესი: ამოქსიკლავ-დენკ 1000-125 ყოველთვის მიიღება ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული მკურნალობასთან დაკავშირებით, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ არ არსებობს ექიმის განსხვავებული დანიშნულება, ჩვეულებრივ დოზა არის შემდეგი:
დოზირება: ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავას დოზა დამოკიდებულია ინდივიდუალურად პაციენტის ასაკზე, წონასა და თირკმელების ფუნქციაზე, ინფექციის სიმძიმესა და ადგილზე და საეჭვო ან უკვე დადგენილ პათოგენზე. როგორც წესი დოზირებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი არის პაციენტის სხეულის წონა, მიუხედავად იმისა ინდივიდუალურ შემთხვევებში შეესაბამება იგი პაციენტის ასაკს თუ არა.
მოზრდილები, რომელთა წონა არის 40კგ: მიიღება 1 პაკეტი 2-3-ჯერ დღეში. ერთჯერადი დოზები მიიღება რეგულარული ინტერვალებით დღის განმავლობაში, თუ არის შესაძლებელი; 12 საათიანი ინტერვალებით, თუ მედიკამენტი მიიღება ორჯერ დღეში. პაკეტის შემადგენლობა იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში მიღების წინ.
ხანდაზმული პაციენტები: მიიღება ასევე 1 პაკეტი 2-3-ჯერ დრეში, თუ არ არის თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქციის ნიშნები.
ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტები: თუ პაციენტს აქვს ღვიძლის დისფუნქციის ნიშნები, ექიმმა უნდა განახორციელოს მისი ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. თუ ღვიძლის ფუნქცია დაქვეითდება ამოქსიკლავ-დენკ 1000-125-ით მკურნალობის დროს, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. არ არსებობს სპეციალური რეკომენდაციები ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში დოზირებისთვის.მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მიიღება რეგულარული ინტერვალებით მთელი დღის განმავლობაში. პაკეტის შიგთავსი მიღების წინ იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში. ამოქსიკლავ-დენკ 1000-125 საუკეთესო შედეგს იძლევა თუ იგი მიიღება კვების დაწყების, პირველი ლუკმის მიღების შემდეგ. ამოქსიკლავ-დენკ 1000-125-ის ამ გზით მიღება ყველაზე უფრო ეფექტურია. თუმცა ამოქსიკლავ-დენკ 1000-125 ასევე ეფექტურია როდესაც მიიღება ჭამის წინ ან მის შემდეგ.შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა: 36 თვე. ინახება 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
29435
Generic
amoxicillin+clavulanic acid
Form
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად