ვიტამინი ბ12 და მისი როლი სისხლწარმოქმნასა და ტვინის მუშაობაში. გაიგეთ ყველაფერი პრეპარატის სარგებლის შესახებ ჩვენს საიტზე.
ჯგუფი: ვიტამინური პრეპარატი.
საინექციო ხსნარი ამპულებში. ერთი ამპულა შეიცავს:
ციანოკობალამინი: 200 მკგ ან 500 მკგ.
დამხმარე ნივთიერება: 8,8 მგ ნატრიუმის ქლორიდი.
ციანოკობალამინი არის სისხლწარმოქმნის და ერიტროციტების მომწიფების პროცესების აუცილებელი ფაქტორი. იგი ასტიმულირებს ძვლის ტვინის ფუნქციას, რაც აუცილებელია ნორმაბლასტური ერითროპოეზისათვის. ხელს უწყობს ღვიძლის და ნერვული სისტემის ფუნქციების დარღვევების ნორმალიზაციას. მონაწილეობს მრავალი მეტაბოლიტისა და სულფჰიდრილური ჯგუფების შემცველი ნაერთების სინთეზში.
ჰიპერქრონული ანემია (ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება).
ღვიძლის დაავადებები.
პოლინევრიტები, რადიკულიტები, სამწვერა ნერვის ნევრალგია.
ბავშვთა ცერებრალური დამბლა (ბცდ).
პერიფერიული ნერვების ტრავმები.
რიგი კანის დაავადებები.
პრეპარატი გამოიყენება ინტრავენური, ინტრამუსკულარული და ინტრალუმბალური ინექციების სახით. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ერთჯერადი დოზები:
მოზრდილები: 100-500 მკგ.
ადრეული ასაკის ბავშვები: 30 მკგ.
პერიოდულობა: დღეგამოშვებით ან 3 დღეში ერთხელ.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ჰიპერკოაგულაცია (სისხლის მომატებული შედედება).
ერითრემია, ერითროციტოზი.
პრეპარატის მიღების პერიოდში აუცილებელია სისხლის სურათის და შედედების უნარის კონტროლი. განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება სტენოკარდიისა და კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ახლადწარმონაქმნების არსებობისას.
მნიშვნელოვანია: არ არის რეკომენდებული პრეპარატის შერევა ვიტამინ B1 და ვიტამინ B6-თან ერთ შპრიცში.
გამოყენებისას უკუჩვენებები არ არის აღწერილი.
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +25°C ტემპერატურაზე. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.