About Product
შემადგენლობა: პრეპარატის 1მგ შეიცავს: აქტიური ინგრედიენტები: დექსამეტაზონი 1მგ. დამხმარე ინგრედიენტები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდრატის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონის მჟავა მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპრილ მეთილცელულოზა, დინატრიუმის ფოსფატი დოდეკაჰიდრატი, პოლისორბატი 80, გასუფთავებული წყალი.
ჩვენებები: ნაჩვენებია სტეროიდებით თერაპიას დაქვემდებარებული კონიუქტივის, რქოვანასა და თვალის წინა სეგმენტის არაინფექციური ანთებითი მდგომარეობების მკურნალობისთვის, როგორიცაა: წინა უვეიტი; თვალის ფერადი გარსის ანთება; თვალის წამწამის სხეულის ანთება; ალერგიული კონიუქტივიტი; გაზაფხულის კონიუქტივიტი; სარტყლისებრი ჰერპესი, თვალის დაზიანებით; ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი; არასპეციფიური ზედაპირული კერატიტი; აგრეთვე, ნაჩვენებია რქოვანას ტრავმების სამკურნალოდ, რომლებიც მიღებულია ქიმიური, რადიაციული ან თერმული დამწვრობისას ან თვალში უცხო სხეულის მოხვედრით მიღებული ტრავმების სამკურნალოდ. ნაჩვენებია ოპერაციის შემდგომი გამოყენებისთვის, ანთებითი რეაქციების შესამცირებლად და ტრანსპლანტანტის რეაქციის დასათრგუნად.
დოზირების რეჟიმი: დიდები, მოზარდები და ბავშვები: წვეთების ჩაწვეთების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის შედეგზე. მწვავე ანთებების დროს ჩაიწვეთება 1 ან 2 წვეთი ყოველ 30-60 წუთში გამოჯანმრთელებამდე. თუ არ შეინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება, უნდა განიხილებოდეს სუბკონიუქტივალური და სისტემური სტეროიდული თერაპიის გავლის შესაძლებლობა. გამოჯანმრთელების ნიშნების გამოვლენისას, დოზა უნდა შემცირდეს 1 წვეთამდე ყოველ 4 საათში.
გვერდითი მოქმედებები: ალერგიის შესაძლო გამოვლინებები.
უკუჩვენებები: ჩუტყვავილას ვაქცინა, ჩუტყვავილა ან რქოვანასა და კონიუქტივის სხვა ინფექციური დაავადებები (გარდა სარტყლისებრი ჰერპესისა თვალის დაზიანებით); მარტივი ჰერპესული კერატიტი; თვალის სტრუქტურების სოკოვანი დაზიანებები; თვალის მიკობაქტერიული ინფექციები; არანამკურნალები მწვავე, ბაქტერიული ინფექციები; მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: ალერდექსის გამოყენება 0,1%-იანი თვალის სუსპენზიის ფორმით ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის პოტენციურ რისკს.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და სპეციალურ დანადგარებთან მუშაობაზე: პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ ცრემლდენის შესაძლებლობის გამო, დაუშვებელია მისი გამოყენება უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის წინ.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის განმეორებითმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ჰიპერტენზია ზოგიერთ პაციენტებში. პრეპარატი არ გამოიყენება კონტაქტური ლინზების ტარებისას. პრეპარატის ჩაწვეთების წინ პაციენტმა უნდა მოიხსნას ლინზები; მათი ჩასმა შესაძლებელია ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.
დოზის გადაჭარბება: დექსამეტაზონს გააჩნია ფართო თერაპიული ინდექსი. სიმპტომები: ადგილობრივი გვერდითი რეაქციების გაძლიერება. დოზის გადაჭარბების რაიმე სისტემური რეაქციები ცნობილი არ არის. მკურნალობა: სიმპტომური. ალერდექსის ადგილობრივი გამოყენებისას სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. შემთხვევითი ან განზრახული დოზის გადაჭარბებისას უნდა მიემართოა ექიმს.შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: ვარგისიანობის ვადა 3 წელი დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში შენახვისას. ფლაკონის გახსნის შემდეგ, პაციენტმა თვალის წვეთები უნდა გამოიყენოს 4 კვირის განმავლობაში. ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე სინათლისგან დაუცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
Show More