Oftan Dexametazon 0.1% 5ml #1
Oftan Dexametazon 0.1% 5ml #1

Oftan Dexametazon 0.1% 5ml #1

Netherlands

მანუფაქტურინ ფექიჯინ ფარმაკა (მპფ)
About Product
საერთაშორისო დასახელება - dexamethasone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები
შემცველობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტოზონის ნატრიუმის ფოსფატი – 1,32 მგ (დექსამეტაზონის 1 მგ-ის ექვ.)
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 1 მგ/მლ
5 მლ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში პლასტიკური საცობით დახრახნილი ხუფით. ფლაკონ-საწვეთურს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში.

მიღების ჩვენება:
მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები:
- კონიუნქტივიტის, კერატიტის, კერატოკონიუნქტივიტის არაჩირქოვანი ფორმები ეპითელიუმის დაზიანების და ბლეფარიტის გარეშე;
- სკლერიტი და ეპისკლერიტი;
- ირიტი, ირიდოციკლიტი და სხვადასხვა გენეზის უვეიტები;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის რქოვანას ზედაპირული დაზიანებები (ქიმიური, ფიზიკური და იმუნური მექანიზმები) რქოვანას სრული ეპითელიზაციის შემდეგ;
- თვალის უკანა სეგმენტის ანთება (ქორიოდიტი, ქორიორეტინიტი);
- სიმპათიკური ოფთალმია.

თვალების ალერგიული დაავადებები:
- ალერგიული კონიუნქტივიტი და კერატოკონიუნქტივიტი.
ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა პოსტოპერაციულ და პოსტტრავმულ პერიოდში.

უკუჩვენება:
- კერატიტი, ასოციირებული მარტივ ჰერპესთან, ჩუტყვავილასთან და რქოვანას და კონიუნქტივის სხვა ვირუსულ დაავადებებთან;
- თვალის ტუბერკულოზი;
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
- თვალის სოკოვანი დაავადებები;
- თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები;
- რქოვანას ეპითელიუმის დაზიანება (მათ შორის რქოვანას უცხო სხეულის მოცილების შემდგომი მდგომარეობა);
- რქოვანას ეპითელიოპათია;
- მომატებული თვალშიდა წნევა;
- გლაუკომა;
- 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო);
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:
მწვავე მდგომარეობების დროს: 1-2 წვეთი ყოველ კონიუნქტივურ პარკში ყოველ 1-2 საათში.
ანთების შემცირების შემდეგ თვალის წვეთებს ოფტან® დექსამეტაზონს იწვეთებენ კონიუნქტივურ პარკში, 1-2 წვეთი 3-5-ჯერ დღეში.
თვალის წვეთები ოფტან® დექსამეტაზონით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 კვირას.
გადაწყვეტილება მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ობიექტურ მონაცემებს ეყრდნობა, რომლებიც შეიცავს პრეპარატის მოქმედების ეფექტურობას, კლინიკური სიმპტომების გამოხატულობას და გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შესაძლო რისკს.

გვერდითი მოვლენები
თვალის წვეთების ოფთან® დექსამეტაზონის ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს სწრაფად გარდამავალი წვის შეგრძნება, ალერგიული რეაქციები.
დექსამეტაზონის ხანგრძლივი გამოყენება (3 კვირაზე მეტ ხანს) შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომის და სტეროიდული კატარაქტის მიზეზი, ასევე შესაძლებელია რქოვანას გარსის დაწყლულება, შემღვრევა, გათხელება ან პერფორაცია. იშვიათ შემთხვეაში, დექსამეტაზონმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰერპესული და ბაქტერიული ინფექციების გავრცელებას.
ოფთან® დექსამეტაზონი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.
გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
Show More
More Info
Brand
მანუფაქტურინ ფექიჯინ ფარმაკა (მპფ)
Country
Netherlands
Generic
dexamethasone
Dose
0.1%
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page