/images/logo_en.svg
Ronic eye drops 1mg/ml 5ml
Ronic eye drops 1mg/ml 5ml

Ronic eye drops 1mg/ml 5ml

Portugal

ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს

About Product
საერთაშორისო დასახელება - Dexamethasonum
რონიკის თვალის წვეთები, ხსნარი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ადგილობრივად, კონიუნქტივალური პრობლემების (კონიუნქტივიტი-კონიუნქტივის წვა, კერატო-კონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი), ირიდოციკლიტის, ტოქსოპლაზმოზის, ქორიორეტინული კერების და მძიმე ალერგიული კონიუნქტივალური მდგომარეობების სამკურნალოდ.

რონიკი ინიშნება ანთებითი მდგომარეობებისას და არ გამოიყენება თვალის მწვავე ინფექციისას. ამ პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა.
ორსულობა და ლაქტაცია - ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მიუხედავად იმისა, რომ თვალის კორტიკოსტეროიდებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს ორულობის პერიოდში განვითარების მანკებზე ან ლაქტაციის პერიოდში სხვა პრობლემებზე, ამგვარი შესაძლობლობა ყოველთვის არსებობს. ამიტომ, ექიმმა უნდა განიხილოს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რონიკის გამოყენების პოტენციური სარგებელი და შესაძლო რისკი.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა - რონიკის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუ აღინიშნება მხედველობის დროებითი დაბინდვა რონიკის გამოყენების შემდეგ, არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები ვიდრე მხედველობა არ გამოსწორდება.

რონიკისმ იღების წესი
რონიკი ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზა არის:
- მძიმე და მწვავე დაზიანებებისას: ერთი წვეთი ყოველ საათში ერთხელ;
- ნაკლებად მძიმე და მწვავე დაზიანებებისას: ორი წვეთი დღეში 3-6-ჯერ.
მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათან და ექიმის მითითებების შესაბამისად.
რონიკის შენახვის პირობები
- შეინახეთ არა უმეტეს 250C-ზე;
- პირველად გახსნის შემდეგ, გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში;
- შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას;
- არ გამოიყენოთ რონიკი ეტიკეტზე ან გარეთა კოლოფზე “EXP” ნიშანთან მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლამდე. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
- არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საკანალიზაციო სისტემაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც აღარ გჭირდებათ პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
Country
Portugal
Generic
dexamethasone
Dose
1%
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat