Bifoval forte caps #15

Bifoval forte caps #15

Switzerland

ვალენტისი
About Product
პრეპარატის ერთი კაფსულის შემადგენლობა:
-არანაკლებ 5 ხ 109 (5 ბილლ. ჩFU) ცოცხალი ლიოფილიზირებული ბაქტერიები:
Lაცტობაცილლუს აციდოპჰილუს 3,75ხ109 КОЕ
Lაცტობაცილლუს რჰამნოსუს 0,25ხ109 КОЕ
Bიფიდობაცტერიუმ ლაცტის 1ხ109 КОЕ
-ფრუქტოოლიგოსაქარიდები 13,3 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბიფოვალი® ფორტე – პრო- და პრებიოტიკების კომპლექსი, აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას. ის
შეიცავს ,,სასარგებლო’’ ბაქტერიებს და მათ საკვებ ნივთიერებებს – ფრუქტოოლიგოსაქარიდებს –
რაც საჭიროა სასარგებლო ბაქტერიების ნორმალური ზრდისა და გამრავლებისთვის.
ფრუქტოოლიგოსაქარიდები ზრდიან არა მხოლოდ სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას, არამედ
ამცირებენ ანთებითი პროცესების წარმოქმნას ნაწლავში.
ბიფოვალი® ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები ავლენენ რეზისტენტობას მჟავა
გარემოს მიმართ და ადვილად ადჰეზირებენ ნაწლავის ეპითელშიბიფოვალი® ფორტე ხსნის ყველანაირ დისკომფორტის შეგრძნებას მუცლის არეში და ეფექტურად
იცავს ნაწლავების პრობლემებისაგან.
ჩვენება
-სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა;
-ანტიბიოტიკების, ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული
დისბაქტერიოზი;
-მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია;
-დისპეპსიური სიმპტომები (დიარეა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა);
-კვებითი ინტოქსიკაცია;
-კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალური მუშაობის
დარღვევა (მაგალითად, ,,მოგზაურის დიარეა”); კვების რაციონის შეცვლა;
-იმუნიტეტის და ორგანიზმის რეზისტენტობის შესუსტება დაავადებების მიმართ;
-ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები;
-კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპია (გასტროენტერიტები, კოლიტები,
ენტეროკოლიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი,
დუოდენიტი, გასტრიტი და სხვა).
გამოყენების წესი და დოზები
ბიფოვალი® ფორტეს მიღება რეკომენდებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე:
-12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
-5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში.
-5 წლამდე ასაკის ბავშვებში – ხდება 1/2 კაფსულის შემცველობის გახსნა წვენის ან დატკბილული
სითხის მცირე რაოდენობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზზე და
ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
თუ პაციენტი იღებს ანტიბიოტიკებს, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ანტიბიოტიკების
გამოყენებამდე 1 საათით ადრე ან გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ითვლება, რომ პრეპარატი ბიფოვალი® ფორტეს გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
არის უსაფრთხო, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი
მოქმედება არ ვლინდება.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან რძის პროდუქტების მიმართ.ვარგისიანობის ვადა და შენახვა
ინახება შუქისაგან, ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
ვალენტისი
Country
Switzerland
Generic
lactobacillus+bifidobacterium+fructooligosacharide
Form
კაფსულა
Quantity
15
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page