About Product
ლაციდექს ფლორა
LACIDEX FLORA
ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: Bifidobacterium breve-1.0 10 8; Lactobacillus acidophilus-1.0 10 8; Lactobacillus casei 1.0 10 8; Lactobacillus rhamnosus-1.0 10 8; Lactobacillus bulgaricus-1.0 10 8; Streptococcus thermophilus 1.0 10 8; Bifidobacterium longum-1.0 10 8; Fructooligosaccharide 198.00მგ.
ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბაქტერიოზი (მიკროფლორის ბალანსის დარღვევა); გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა; შიგელოზი, სალმონელოზი,სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი როტავირუსული ინფექცია და სხვ. შიდსთან ასოცირებული დიარეა.
Clostridium difficcile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანული კოლიტი; გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი; ქრ. ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი, დუოდენიტი, გასტრიტი, კრონი, უიპლის დაავადება და სხვ; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; ქრონიკული ატროფიული გასტრო-ენტერიტი; ლაქტოზას აუტანლობა; კუჭ-ნაწლავის აღდგენითი თერაპია ანტიბიოტიკებით, სულფანილამიდებით მკურნალობის, სხივური, ჰორმონო-და ქიმიოთერაპიის შემდგომ; ბავშვებში-ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა; კვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობასთან და სხვა მიზებებთან დაკავშირებული ნაწლავების ტრანზისტორული დისფუნქცია (დიარეა, ყაბზობა); კვებითი ტოქსიკოინფექცია; ზონდით ხანგძლივი კვებით გამოწვეული დიარეა; მიკროფლორის სტაბილიზება ექსტრემალურ პირობებში მომუშავეთათვის (მაღაროელი, მყვინთავი და სხვ.); იმუნიტეტისა და დაავადებების მიმართ ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის დაქვეითება (ქრონიკული დაღლილობის სინდრომი); ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლენები.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი და დოზირება: უფროსებისთვის და ბავშვებში 12 წლის ზევით 1 კაფსულა, 2-3 ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
ორსულობა და ლაქტაცია: გამოყენების წინ აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა შეფუთვაში.
შენახვის წესი: ინახება გრილ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ინტერნეიშენალ ჰელს სოლუშენს ლტდ (International Health Solutions Ltd), დიდ ბრიტანეთში.
შეფუთვა: ივერთა (Iverta JSC), საქართველო.
Show More
More Info
7564
Brand
ინტერნეშნალ ჰელს სოლუშენ
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
Generic
lactobacillus+bifidobacterium+fructooligosacharide