NBL Probiotic gold sachet #20

NBL Probiotic gold sachet #20

Republic of Korea

ცელ ბიოტეხი
About Product
ნატურალური პროდუქტი
ჯანსაღი ნაწლავური ფლორის და იმუნური სისტემისთვის
NBL პრობიოტიკი გოლდი
საკვები დანამატი 10 გრ (5 საშეტი) , 40 გრ (20 საშეტი) NBL პრობიოტიკი გოლდი შეიცავს ბოჭკოს (ფრუქტოოლიგოსაქარიდი, პოლიდექსტროზა), პრობიოტიკურ მიკროორგანიზმებს და ვიტამინებს (ვიტამინი C, ვიტამინი E, ვიტამინი A, ვიტამინი B6, ვიტამინი B2, ვიტამინი B1).
ფრუქტოოლიგოსაქარიდი ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ პრაქტიკულად არ მონელდება, ამიტომ მსხვილ ნაწლავში გადადის უცვლელი სახით, არის სასარგებლო ბაქტერიების საკვები წყარო, ზრდის მსხვილი ნაწლავის ბიფიდობაქტერიების პოპულაციას და მოქმედებს დიეტის დროს არამონელებადი ბოჭკოების სახით.

პრობიოტიკური მიკროორგანიზმები ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას. პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც ბინადრობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საჭმლის მონელებასა და იმუნიტეტის შენარჩუნებაში. ეს მეგობარი ბაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავის მიკროფლორის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებას.
Lactobacillus acidophilus, Lactobacillus rhamnosus მონაწილეობენ საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენაში.

ჩვენება:
NBL პრობიოტიკი გოლდი განკუთვნილია ნაწლავის მიკროფლორის აღდგენისთვის.
NBL პრობიოტიკი გოლდი დადებით გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე.
NBL პრობიოტიკი გოლდი ამცირებს დიარეის ეპიზოდებს.

დოზირება:
რეკომენდებულია დღეში ერთხელ მიღება დილით ან საღამოს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ საკვებთან, წყალთან, რძესთან ან იოგურთან შერევით.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ეს არის საკვები დანამატი
საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან საკვებს
განკუთვნილია მოზრდილთათვის
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მიმართეთ ექიმს დაავადების, მედიკამენტების მოხმარების ან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
არ არის წამალი. არ ახდენს დაავადების მკურნალობას და პრევენციას.
შენახვის პირობები: 25 რ C ნაკლებ ტემპერატურულ რეჟიმზე, საკუთარ შეფუთვაში.

არ შეიცავს გენომოდიფიცირებულ ორგანიზმებს
Show More
More Info
Brand
ცელ ბიოტეხი
Country
Republic of Korea
Generic
lactobacillus+bifidobacterium+fructooligosacharide
Form
ფხვნილი ორალური
Packing
პაკეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page