ცხვირის გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება და დისკომფორტის შეგრძნება იშვიათად ქრება „თავისით“. სწორად შერჩეული ნაზალური სპრეი სწორ სიტუაციაში კომფორტს სწრაფად გვანიჭებს და გართულებების რისკსაც ამცირებს.
ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია როგორც კომბინირებული სამკურნალო სპრეები, ისე სასუნთქი გზების გამხსნელები, მარილიანი ხსნარები და კორტიკოსტეროიდები. წარმოგიდგენთ მომხმარებლებისა და სპეციალისტების რჩეული რამდენიმე პრეპარატის გამოყენების წესსა და ზოგად მიმოხილვას;
ეს კომბინირებული მოქმედების სპრეი გამოიყენება ცხვირის ინფექციურ-ანთებითი მდგომარეობების (რინიტი, რინოფარინგიტი, სინუსიტი) წინააღმდეგ. ნელადექსს გააჩნია სამმაგი მოქმედება:
● ანტიმიკრობული (ნეომიცინი + პოლიმიქსინი B);
● ანთების საწინააღმდეგო (დექსამეტაზონი)
● სუნთქვის გაძნელების, ე.წ. ცხვირის გაჭედვის საწინააღმდეგო(ფენილეფრინი).
ამ აქტიური ნივთიერებების კომბინაცია მიზანმიმართულად მოქმედებს და ებრძვის როგორც სიმპტომს (შეშუპება/გაჭედვა), ისე გამომწვევ მიზეზს. მისი გამოყენება ხდება სპრეის ცხვირში შესხურებით. მოზრდილებში - თითო ნესტოში 1 შესხურება, დღეში 3–5-ჯერ, ხოლო 2,5 - 15 წლის ბავშვებში ნელადექსი NS დაშვებულია თითო ნესტოში 1 შესხურება, დღეში 3-ჯერ. ანოტაციის მიხედვით, კურსის ხანგრძლივობა უნდა იყოს 5-დან 10 დღემდე.
თუკი მის შემადგენლობაში არსებულ რომელიმე ნივთიერებაზე გაქვს ალერგია/მომატებული მგრძნობელობა, ნელადექსი ნს [MJ5] -ის გამოყენება დაუშვებელია. ასევე, მისი მიღება არ შეიძლება 2.5 წლამდე ბავშვებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტი ურეცეპტოდ გაიცემა, უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და სწორედ მან შეგირჩიოთ თქვენი მდგომარეობის შესაბამისი სამკურნალო საშუალება.
თითქმის ყველას სმენია აფრინის შესახებ. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცხვირის სპრეია, რომელსაც სიმპტომების სწრაფი მოხსნა შეუძლია. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ აფრინი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა ღამე გიჭირს სუნთქვა ან დღის განმავლობაში ცხვირი სულ გაჭედილია.
სწრაფი ეფექტი მისი მთავარი უპირატესობაა, თუმცა ექიმები გვაფრთხილებენ: აფრინის გამოყენება არ უნდა მოხდეს ხანგრძლივად. თუ დღეში 2-3-ჯერ ვისხურებთ და გამოყენება რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება, ორგანიზმი შეიძლება შეეჩვიოს პრეპარატის მოქმედებას და ეფექტიც შესუსტდეს. ამიტომ აფრინი საუკეთესოა როგორც სწრაფი „მაშველი რგოლი“, მაგრამ არა როგორც ხანგრძლივი სამკურნალო მედიკამენტი.
გარდა ამისა, მას ახასიათებს გვერდითი მოვლენები და უკუნაჩვენებია სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად, მას ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამონაკლის შემთხვევებში ნიშნავენ - მხოლოდ მაშინ, როცა მიღებული სარგებელი აღემატება ნაყოფის/ბავშვის წინაშე არსებულ რისკებს. ასევე, უმჯობესია, თუ ბავშვებში მის გამოყენებამდე გავესაუბრებით სპეციალისტს და ექიმის დანიშნულების მიხედვით ვიმოქმედებთ. თუკი პრეპარატის გამოყენებისას გამოვლინდება რაიმე სახის რეაქცია, მისი მიღება უნდა შეწყვიტოთ და აცნობოთ მკურნალ ექიმს.
ალერგიული რინიტი ბევრისთვის სეზონური პრობლემაა, რომელიც სხვადასხვა სეზონზე იჩენს თავს - იმის მიხედვით, რაზე გაქვთ მომატებული მგრძნობელობა. მუდმივი ცემინება, სურდო და გაჭედილი ცხვირი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ცვლის და ყოველდღიურობას აუტანელს ხდის. ასეთ დროს გამოსავალია აქსელოვერტი - სპრეი, რომელიც ანთებას ამცირებს და სიმპტომებს თანდათან ხსნის.
ეს სპრეი ექიმის დანიშნულებით გაიცემა და მისი მიღება თვითნებურად დაუშვებელია. თუკი სიმპტომები გაწუხებთ, აუცილებლად გაესინჯეთ სპეციალისტს და მასთან ერთად შეარჩიეთ საშუალება.
მიუხედავად იმისა, რომ შედეგი პირველივე დღიდან იგრძნობა, მისი მთავარი ძალა რეგულარულ გამოყენებაშია. ექიმები ხაზგასმით ამბობენ, რომ აქსელოვერტი უნდა გამოიყენოთ ყოველდღიურად, რათა მისი ეფექტი სრულად გამოვლინდეს. ეს სპრეი განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ალერგიული პრობლემები ქრონიკულად აწუხებს.
ბევრს ურჩევნია, სამკურნალოდ ბუნებრივი პროდუქტები გამოიყენოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვებზეა საუბარი. რინოსედალი სწორედ ასეთი არჩევანია - სპრეი, რომელიც ზღვის წყალსა და მცენარეულ ექსტრაქტებს შეიცავს. ის არა მხოლოდ ხსნის ცხვირის გაჭედვას, არამედ ატენიანებს და იცავს ლორწოვან გარსსაც.
მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ რინოსედალი ბავშვებში აქტიურად გამოიყენება, როგორც ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ისე დაავადების დროს. რადგან ის ბუნებრივია და ქიმიურ საშუალებებს არ შეიცავს, მისი ხანგრძლივად გამოყენება შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ რინოსედალი უსაფრთხო და გამოცდილი პრეპარატია, ბავშვებში გამოყენებისას მაინც რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან.
გრინსოლი კიდევ ერთი პოპულარული არჩევანია, როცა საქმე ეხება ცხვირის ლორწოვანი გარსის დატენიანებას. ის შეიცავს ჰიალურონის მჟავასა და იზოტონურ ხსნარს, რომელიც ლორწოვანს აღადგენს და იცავს გამოშრობისგან. გრინსოლი განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი ჰაერის პირობებში -მაგალითად, ზამთარში, როცა გამათბობელი მუშაობს და ოთახის ჰაერი შრება. სპრეის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ გრინსოლი იცავს ლორწოვანს, ამცირებს გაღიზიანებას და ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას.
ალერგიული რინიტის დროს ხშირად ექიმების მიერ რეკომენდირებულია მომენექსი. ის ეფექტურად ამცირებს ანთებას და სურდოს სიმპტომებს. საინტერესოა, რომ მომენექსი პროფილაქტიკის მიზნითაც ინიშნება - მაგალითად, ყვავილობის სეზონის დაწყებამდე 2–3 კვირით ადრე, რათა ორგანიზმი მზად იყოს ალერგიასთან საბრძოლველად.
მომენექსი არ არის სწრაფი „მაშველი რგოლი“; მისი ძალა სწორედ რეგულარულ და სისტემურ გამოყენებაშია. ამიტომ ის კარგად მუშაობს მათთვის, ვინც ალერგიასთან ბრძოლას გეგმავს, და არა მხოლოდ სიმპტომების დროებით მოხსნას.
ამ შემთხვევაშიც უმჯობესია, მისი გამოყენება თქვენს მკურნალ ალერგოლოგთან ერთად დაგეგმოთ და მისი რეკომენდაციით იმოქმედოთ - სწორედ ასე მიიღებთ საუკეთესო შედეგს.
ქსილომარინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია ცხვირის სპრეებს შორის. ის სწრაფად ხსნის სასუნთქ გზებს და ბევრისთვის ნაცნობი, ძველი და სანდო მეთოდია. პაციენტები ხშირად მიმართავენ მას, როცა სწრაფად სჭირდებათ სუნთქვის აღდგენა - მაგალითად, დღისით სამსახურში ან ღამით მშვიდად დასაძინებლად.
თუმცა ქსილომარინის შემთხვევაშიც მოქმედებს იგივე წესი, რაც, მაგალითად, აფრინთან: ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდირებული არ არის, რადგან ორგანიზმი ეჩვევა მას და ეფექტიც მცირდება. ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ მოკლე კურსითაა მიზანშეწონილი.
ალერგიული რინიტის დროს, როცა სიმპტომები განსაკუთრებით ძლიერია და ერთი პრეპარატი საკმარისი არ არის, გამოსავლად არსებობს რინოდუო. მისი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის ერთდროულად შეიცავს ანტიჰისტამინურ და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებს. ეს ნიშნავს, რომ რინოდუო ალერგიის სიმპტომებს უფრო კომპლექსურად ებრძვის.
ექიმები მას ხშირად ნიშნავენ იმ შემთხვევებში, როცა სხვა სპრეები საკმარის ეფექტს ვერ იძლევა. ამიტომ რინოდუო განიხილება როგორც „ძლიერი იარაღი“ ალერგიის წინააღმდეგ.
ცხვირის სპრეი მხოლოდ დროებითი შვება არ არის - სწორი პრეპარატი საშუალებას იძლევა, პრობლემა სწორად ვმართოთ და გართულებები ავიცილოთ. ზოგი მათგანი სწრაფად ხსნის სასუნთქ გზებს, ზოგი ალერგიას ამარცხებს, ზოგიერთი კი იცავს და ატენიანებს ლორწოვანს. მაგალითად, GPC-ის აფთიაქებში წარმოდგენილია სხვადასხვა მოქმედების სპრეები, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მისთვის საჭირო მედიკამენტი შეარჩიოს.
ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა კი ასეთია: ცხვირის სპრეი უნდა შეირჩეს სიმპტომისა და საჭიროების მიხედვით. და, რაც მთავარია, არ მიმართოთ თვითმკურნალობას - გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან და მიიღეთ ის მედიკამენტი, რომელსაც ექიმი ჩათვლის ყველაზე კარგ საშუალებად თქვენს შემთხვევაში.