კო-პრენესა ტაბლეტი 8მგ+2.5მგ #30

კო-პრენესა ტაბლეტი 8მგ+2.5მგ #30

სლოვენია

კრკა
კალათის ფასდაკლება
-
7.21
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
კო-პრენესა 2 მგ/0,625 მგ ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 2 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, რაც შეესაბამება 1,67 მგ პერინდოპრილს და 0,625 მგ ინდაპამიდს.
კო-პრენესა 4 მგ/1,25 მგ ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, რაც შეესაბამება 3,34 მგ პერინდოპრილს და 1,125 მგ ინდაპამიდს.
კო-პრენესა 8 მგ/2,5 მგ ტაბლეტები
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, ლაქტოზას მონოჰიდრატები, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური ჰიდრატირებული, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: აგფ ინჰიბიტორები კომბინაციაში დიურეტიკებთან

მიღების ჩვენებები
კო-პრენესა 2 მგ/0,625 მგ და 4 მგ/1,25 მგ
პირველადი არტერიული ჰიპერტენზია.
კო-პრენესა 4 მგ/1,25 მგ
კო-პრენესა 4 მგ/1,25 მგ ინიშნება პაციენტებში, როდესაც პერინდოპრილით მონოთერაპიისას არტერიული წნევა საკმარისად არ კონტროლირდება.

წინააღმდეგჩვენებები
დაკავშირებული პერინდოპრილთან
• ჰიპერმგრძნობელობა პერინდოპრილის ან ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის მიმართ.
• ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) ანამნეზში, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორის მიღებასთან.
• მემკვიდრული, ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება.
• ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი.
კო-პრენესას და ალისკირენის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, ან თირკმლის უკმარისობით (გფს < 60 მლ/წთ/1,73 მ2).
ინდაპამიდთან დაკავშირებული
• ჰიპერმგრძნობელობა ინდაპამიდის ან ნებისმიერი სხვა სულფონამიდის მიმართ.
• თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 30 მლ/წთ).
• ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.
• ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
• ჰიპოკალიემია.
• ერთდროული გამოყენება ანტიარითმულ პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ Qთ ინტერვალის გახანგრძლივებას “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მომატებული რისკის გამო.
• ლაქტაციის პერიოდი.
კო-პრენესასთან დაკავშირებული
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, კო-პრენესას ტაბლეტები არ უნდა მიიღონ:
• დიალიზზე მყოფმა პაციეტებმა;
• პაციენტებმა არანამკურნალევი დეკომპენსირებული გულის უკმარისობით.

მიღების წესი და დოზირება: ჩვეულებრივი დოზა – 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღე-ღამეში, უმჯობესია დილით, ჭამის წინ.

შენახვის პირობები
შეინახეთ 30C ტემპერატურის პირობებში, ნესტისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კრკა
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
პერინდოპრილი+ინდაპამიდი
დოზა
8მგ+2.5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი