პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - chloropyramine hydrochloride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → პირველი თაობის პრეპარატები
შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს ქლორპირამინის ჰიდროქლორიდს 25 მგ. აქტიური ნივთიერების გარდა ტაბლეტი, ასევე, შეიცავს: სტეარინის მჟავას, ჟელატინს, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს, ტალკს, კარტოფილის სახამებელს, ლაქტოზის მონოჰიდრატს.
ჩვენებები
სუპრასტინის ტაბლეტები განკუთვნილია ალერგიული რეაქციებისა და დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ქავილი (ჭინჭრის ციება, თივის ცხელება, დერმატიტი მცენარეებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის შემდეგ), კვებისა და წამლისმიერი ალერგიის სიმპტომების, ასევე მწერის ნაკბენის სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად, დაუღეჭავად წყლის საკმარის რაოდენობასთან ერთად.
რეკომენდებული დოზებია:
მოზრდილებში: ჩვეულებრივი დოზა 75-100 მგ (ერთი ტაბლეტი დღეში 3-4 ჯერ).
ბავშვებში: 1-12 თვის ასაკში: 2-3 x ფ ტაბლეტი; 1-6 წლის ასაკში: 3 x ფ ან 2 x ქ ტაბლეტი.; 6-14 წლის ასაკში: 2-3 x ქ ტაბლეტი.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:
ხანდაზმულებისა და დასუსტებული ავადმყოფებისათვის სუპრასტინის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ ექიმის სპეციალური დანიშნულებით.
არ შეიძლება პრეპარატის მიღების თვითნებურად შეწყვეტა, რადგან ეს შეიძლება გახდეს დაავადების რეცედივის მიზეზი.
სუპრასტინის გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება ჭარბი დოზირების რისკის გამო.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალება, სუპრასტინის ტაბლეტებს შეუძლიათ გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, საჭიროა შეწყდეს სუპრასტინის ტაბლეტების მიღება და ჩატარდეს ექიმის კონსულტაცია:
ტუჩების ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით;
- კოლაფსი;
ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და ვლინდება იშვიათად. მათი გამოვლენა მიუთითებს მომატებულ მგრძნობელობას სუპრასტინზე
სუპრასტინის ტაბლეტების მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: უძილობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ნერვული გაღიზიანება, სპაზმი, ხელების კანკალი, თავის ტკივილი, უმიზეზოდ ამაღლებული გუნება-განწყობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: დისკომფორტი კუჭის არეში, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, უმადობა, მადის გაძლიერება, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, შარდვის გაძნელება, კუნთების სისუსტე, სიმპტომები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის დაქვეითება, ფოტომგრძნობელობა, ქალასშიდა წნევის მომატება (ამ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გლაუკომის შეტევა).
ძალიან იშვიათად, პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები სისხლმბადი ორგანოების მხრივ. აუხსნელი ცხელების, ლარინგიტის, ლოყების ლორწოვან გარსზე წყლულების, სიფერმკრთალის, სიყვითლის, სისხლნაჟღენთების, უჩვეულო ან ძნელად შესაჩერებელი სისხლდენის განვითარებისას საჭიროა ექიმის კომნსულტაცია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
7225