ალერგოსანი მალამო გამოიყენება მწერების ნაკბენების დროს; კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავილის თანმხლები დერმატოზებისას (კანის ანთება); გამონაყარის და ქავილის დროს სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობებისას, რომლებიც არ აზიანებენ კანის დიდ მონაკვეთებს.
აქტიურინივთიერება: ქლორპირამინისჰიდროქლორიდი 10 მგ 1 გმალამოში.
დამხმარენივთიერებები: ცეტილისსპირტი, ლანოლინი; რბილი, თეთრიპარაფინი.
ალერგოსანი მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ქლოროპირამინს, ე.წ. ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფიდან. მას გააჩნია კარგად გამოხატული ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. კანზე დატანისას თრგუნავს ქავილს, ხსნის სიწითლეს, შეშუპებას და გამონაყარს. ალერგოსანი მალამო გამოიყენება მწერების ნაკბენების დროს; კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავილის თანმხლები დერმატოზებისას (კანის ანთება); გამონაყარის და ქავილის დროს სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობებისას, რომლებიც არ აზიანებენ კანის დიდ მონაკვეთებს.
თუ 5-7 დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
თუ ხართ ორსულად, ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, თვლით, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი შეაფასებს, არის თუ არა მისაღები თქვენთვის ალერგოსანის მალამოს გამოყენება.
ალერგოსაი მალამო არ ახდენს გავლენას აქტიურ ყურადღებაზე და მისი გამოყენება შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და მანქანების ოპერატორებს.
ეს სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ინსტრუქციაშია აღწერილი, ან თქვენი ექიმის, ფარმაცევტის, მედდის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს:
მოზრდილები და ბავშვები (ჩვილები და 18 წლამდე ასაკის ბავშვები) – მალამოს მცირე რაოდენობა დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3 ჯერ დღეში, კანში მსუბუქად შეზელვით.
გამოყენების წესი
ალერგოსანი მალამო განკუთვნილია მხოლოდ კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის. რეკომენდებულია კანის ჰიპერკერატოზით (კანის ზედა ფენის გამაგრება, გასქელება) მიმდინარე ქრონიკული დაავადებების დროს გამოსაყენებლად.
გამოყენება შესაძლებელია ნახვევის ქვეშ, ან ფიზიოთერაპიული პროცედურების სახით, კანში უკეთ შეღწევის და სწრაფი სამკურნალო ეფექტის მიღწევის მიზნით. არ უნდა წაისვათ ღია ჭრილობებზე, თვალებში, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა – 5-დან 7 დღემდე.
შეინახეთ არაუმეტეს 25оС ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 (სამი) წელი
არ გამოიყენოთ ალერგოსანი მალამო შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება შეგიძლიათ შეფუთვის გახსნიდან 1 თვემდე პერიოდში.