ოლიქსი მალამო 0.03% 10გრ ტუბი #1
ოლიქსი მალამო 0.03% 10გრ ტუბი #1

ოლიქსი მალამო 0.03% 10გრ ტუბი #1

ინდოეთი

ლაბ. ზეე
პროდუქტის შესახებ
ოლიქსი-0.03% მალამო
(ტაკროლიმუსი მალამო 0.03% წ-წ)

შემადგენლობა: ტაკროლიმუსი USP 0.03% წ-წ მალამოს ფუძე ს.რ.

ჩვენება: საშუალო და მწვავე ატოპიური დერმატიტის მკურნალობა მოზრდილებში, რომლებიც ადექვატურად არ პასუხობენ ან ვერ იტანენ სტანდარტულ თერაპიას. საშუალო ან მწვავე ატოპიური დერმატიტის მკურნალობა ბავშვებში (2 წელზე უფროსი ასაკის), რომლებიც ადექვატურად არ პასუხობდნენ სტანდარტულ თერაპიას.

დოზირება და მიღების წესი: ოლიქსი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ დერმატოლოგების და ექიმების მიერ, რომლებსაც აქვთ ატოპიური დერმატიტის მკურნალობის გამოცდილება იმუნომოდულაციური თერაპიით. ოლიქსის მალამოს თხელი ფენა უნდა წაისვან კანის დაზიანებულ უბანზე. ოლიქსის მალამო შეიძლება გამოიყენონ სხეულის ნებისმიერ ნაწილზე სახის, კისრის და მოხრის ადგილების ჩათვლით, გამონაკლისია ლორწოვანი გარსები. ოლიქსის მალამო არ უნდა წაუსვან ნახვევის ქვეშ. კანის ყოველი დაზიანებული ნაწილის ოლიქსით მკურნალობა უნდა მოხდეს გამოჯანმრთელებამდე და შემდეგ მკურნალობა უნდა შეწყდეს. ჩვეულებრივ გაუმჯობესება აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში. თუ მკურნალობის ორი კვირის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესების ნიშნები, უნდა განიხილონ მკურნალობის სხვა ვარიანტები. ოლიქსის გამოყენება შეიძლება ხანმოკლე პერიოდით და ხანგრძლივი შუალედური პერიოდით.

გამოყენება ბავშვებში (2 წელზე უფროსი ასაკი): მკურნალობა უნდა დაიწყოს დღეში ორჯერ გამოყენებით სამი კვირის განმავლობაში. შემდეგ გამოყენების სიხშირე დღეში ერთამდე უნდა შემცირდეს დაზიანების აღმოფხვრამდე.
გამოყენება მოზრდილებში (16 წელზე უფროსი ასაკის): ოლიქსი 0.03% დღეში ორჯერ. თუ კლინიკური სურათი ამის საშუალებას იძლევა უნდა ეცადონ გამოყენების სიხშირის შემცირებას. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაზიანების აღმოფხვრამდე.
გამოყენება ხანდაზმულებში (65 წელზე უფროსი ასაკის): ხანდაზმულ პაციენტებში განსაკუთრებული კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა პაციენტების ამ პოპულაციაში არსებულმა კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა დოზის ცვლილების აუცილებლობა. კლინიკური ეფექტურობის კვლევები ჩატარდა მკურნალობის უცბად შეწყვეტით, ამიტომ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ დოზის თანდათან შემცირება გამოიწვევს თუ არა რეციდივის სიხშირის დაქვეითებას.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ტაკროლიმუსის ადგილობრივი მალამოს გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები განსაკუთრებით დიდ ფართობზე წასმისას მოიცავს წვის და ქავილის შეგრძნებას საწყისი გამოყენებისას, დაზიანებული ადგილების მზის სინათლისადმი და სიცხისადმი მგრძნობელობის გაზრდასთან ერთად. ნაკლებად ხშირია გრიპის მსგავსი სიმპტომები, თავის ტკივილი, ხველა და თვალების წვა. კანის ჩხვლეტა, კანის გაღიზიანება, სიცხის ან სიცივის აუტანლობა, თავის ტკივილი, ხველა, ცხვირის შეგუბება, გრიპის-მსგავსი ნიშნები, ბუშტუკები (აკნე), თმის ფოლიკულების კვანძები, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია: ოლიქსის მალამო ორსულობის დროს არ უნდა გამოიყენონ უკიდურესი საჭიროების გარდა. სისტემური გამოყენების შემდეგ ტაკროლიმუსი გამოიყოფა რძეში. თუმცა კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ტაკროლიმუსის მალამოს გამოყენებისას სისტემური ექსპოზიცია დაბალია, მისი გამოყენებისას ლატქცია რეკომენდებული არ არის.

ზემოქმედება ავტონობილისა და მექანიმზების მართვის უნარზე: ოლიქსისი მალამო ადგილობრივად გამოიყენება და ნაკლებ სავარაუდოა გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

დოზის გადაჭარბება: ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.
შემთხვევით შიგნით მიღებისას უნდა გამოიყენონ ზოგადი დამხმარე ზომები. ეს შეიძლება მოიცავდეს სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგს და კლინიკურ სტატუსზე დაკვირვებას. მალამოს ბუნების გამო ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა რეკომენდებული არ არის.

შენახვის წესი: ინახება ბნელ, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ზეე ლაბორატორის ლიმიტედ, ინდოეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ზეე
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ტაკროლიმუსი
დოზა
0.03%
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი