ტაფლობესტი წვეთები თვალის 15მკგ/1მლ 2.5მლ ფლაკონი #1
ტაფლობესტი წვეთები თვალის 15მკგ/1მლ 2.5მლ ფლაკონი #1

ტაფლობესტი წვეთები თვალის 15მკგ/1მლ 2.5მლ ფლაკონი #1

რუმინეთი

რომფარმ კომპანი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - tafluprost
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები → ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში → F2 ალფა პროსტაგლანდინის ანალოგები
შემადგენლობა
ერთი მლ თვალის წვეთები, ხსნარი, შეიცავს 15 მიკროგრამ ტაფლუპროსტს.
შემავსებლები: დინატრიუმ ედეტატი, გლიცეროლი, ბორის მჟავა, ტილოქსაპოლი, პოლიქვატერნიუმ-1, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან/და მარილმჟავა (პH სარეგულაციოდ), გასუფთავებული წყალი.

გლაუკომის საწინააღმდეგო პრპეპარატები და მიოტიკები, პროსტაგლანდინის ანალოგები.
თერაპიული ჩვენება
მომატებული ინტრაოკულარული წნევის შემცირება ღიაკუთხოვანი გლაუკომის და ოკულარული ჰიპერტენზიის დროს. მონოთერაპიის სახით პაციენტებში:
- რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ პირველი ხაზის თერაპიაზე;
- არატოლერანტული არიან ან აღენიშნებათ პირველი ხაზის თერაპიის უკუჩვენება
ბეტა-ბლოკერებისადმი დამატებითი თერაპიის სახით.
ტაფლობესტი 0.015 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი, ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში.

დოზირება და მიღების მეთოდი
დოზირება
რეკომენდებული დოზაა ტაფლობესტის ერთი წვეთი, დაზიანებული თვალის კონიუნქტივის ტომარაში, დღეში ერთხელ, საღამოს.
დოზამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში ერთხელ მიღებას, რადგან უფრო ხშირად გამოყნებამ შეიძლება შეამციროს თვალშიდა წნევის დამაქვეითებელი ეფექტი.
გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.
პედიატრული პოპულაცია
ბავშვებში ტაფლუპროსტის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წელზე უმცროს ასაკში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.
გამოყენება თირკმლის/ღვიძლის დაზიანების დროს
ტაფლუპროსტი შესწავლილი არ არის თირკმლის/ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში და აქედან გამომდინარე ამგვარ პირებში უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.

მიღების მეთოდი
ხსნარის პოტენციური დაბინძურების პრევენციისთვის, პაციენტი ფლაკონის აპლიკატორით არ უნდა შეეხოს ქუთუთოებს, მათ გარშემო მიდამოს და ზედაპირებს.
ქუთუთოს კანის გამუქების რისკის შემცირებისთვის, პაციენტებმა ზედმეტი ხსნარი უნდა მოიშორონ. როგორც ყველა თვალის წვეთების შემთხვევაში, გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ნაზოლაკრიმალური ოკლუზია ან ქუთუთოს მსუბუქად დახურვა. ამან შეიძლება შეამციროს თვალში ჩაწვეთებული სამედიცინო პროდუქტის სისტემური აბსორბცია.
თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური სამედიცინო პროდუქტი, მათ მიღებას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს.

უკუჩვენება
ჰიპერმგრნობელობა აქტიური ნივთიერების ტაფლუპროსტის ან ნებისმიერი შემავსებლის მიმართ.

არასასურველი ეფექტები
კლინიკურ კვლევებში 1200-ზე მეტ პაციენტბს მკურნალობდნენ ტაფლუპროსტის მონოთერაპიის ან თიმოლოლის 0.5%-ს დამხმარე თერაპიის სახით. მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენა იყო ოკულარული ჰიპერემია. იგი განვითარდა პაციენტების დაახლოებით 13%-ში, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობდნენ ტაფლუპროსტის კლინიკურ კვლევებში, ევროპაში და აშშ-ში. უმრავლეს შემთხვევებში ის იყო მსუბუქი და იწვევდა დისკომფორტს, ევროპაში და აშშ-ში ჩატარებული მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილე 13%-ში.
ის მსუბუქი იყო უმრავლეს შემთხვევაში და მკურნალობის მოხსნას იწვევდა საშუალოდ პაციენტების 0.4%-ში, რომლებიც მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდნენ.
მკურნალობასთან დაკავშირებული შემდეგი არასასურველი ეფექტები აღწერილი იყო ტაფლუპროსტის კლინიკურ კვლევებში ევროპაში და აშშ-ში, მაქსიმუმ 12 თვიანი გამოყენების შემდეგ:
სიხშირის ყოველ ჯგუფში გვერდითი რეაქციები აღწერილია კლებადი სიხშირით.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირი (>1/100 - <1/10): თავის ტკივილი
თვალის მხრის დარღვევები
ძალიან ხშირი (>1/10): კონიუნქტივალური/ოკულარული ჰყპერემია.
ხშირი (>1/100 - <1/10): თვალის ქავილი, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, წამწამების ცვლილებები (სიგრძის, სისქის და რაოდენობის ცვლილება), თვალის სიმშრალე, წამწამების დისკოლორაცია, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოს ერითემა, მხედველობის დაბინდვა, გაზრდილი ცრემლდენა, ბლეფარული პიგმენტაცია, თვალის გამოშრობა, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება, ფოტოფობია ქუთუთოს შეშუპება და ფერადი გარსის პიგმენტაციის გაზრდა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
ტაფლუპროსტი
დოზა
15მკგ/1მლ
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
2.5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი