ტაფლოტანი წვეთები თვალის 15მკგ/1მლ 2.5მლ ფლაკონი #1
ნიდერლანდები
მანუფაქტურინ ფექიჯინ ფარმაკა (მპფ)
GEL
in stock
new
29.63₾
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - tafluprost კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები → ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში → F2 ალფა პროსტაგლანდინის ანალოგები
შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს: ტაფლოტანი ფლაკონ-საწვეთურებში: აქტიური ნივთიერება: ტაფლუპროსტი – 15 მკგ დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატ-80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა, საინექციო წყალი. ტაფლოტანი ერთჯერად კონტეინერში აქტიური ნივთიერება: ტაფლუპროსტი – 15 მკგ დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატ-80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა, საინექციო წყალი. აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი გამოშვების ფორმა: თვალის წვეთები 15 მკგ/მლ ფლაკონ-საწვეთური: 2,5 მლ პოლიპროპილენის ფლაკონში, დახუფული პლასტიკის საცობ-საწვეთურით, ხრახნიანი ხუფით და მასზე შემოკრული თხელი აპკით, ფლაკონის პირველად გახსნის კონტროლისთვის. 1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. ერთჯერადი კონტეინერი: 0,30 მლ ერთჯერად კონტეინერში. 10 ერთჯერადი კონტეინერი გადაბმული პლასტმასის ლენტის სახით, მოთავსებულია ლამინირებულ ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ შეფუთვაში. 3 შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ჩვენება: გამოიყენება თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად ღიაკუთხოვანი გლაუკომის და თვალშიდა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. ტაფლოტანი გამოიყენება ღიაკუთხიანი გლაუკომის და თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მომატებული თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად. მონოთერაპიის სახით პაციენტებში: • პირველი რიგის მკურნალობაზე არადამაკმაყოფილებელი შედეგის დროს • პირველი რიგის მკურნალობაზე წინააღმდეგ ჩვენების ან აუტანლობის შემთხვევაში დამატებითი მკურნალობის სახით ბეტა-ბლოკერებთან კომბინაციაში. აგრეთვე ტაფლოტანი ერთჯერად საწვეთურებში მონოთერაპიის სახით: • მათთვის ვისთვისაც რეკომენდებულია თვალის წვეთები კონსერვანტის გარეშე.
წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ტაფლუპროსტის ან რომელიმე ინერტული შემავსებლის მიმართ. გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში: ტაფლუპროსტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე, რადგანაც არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ.
შენახვის პირობები: ფლაკონ-საწვეთური: ინახება არაუმეტეს 250ჩ ერთჯერადი კონტეინერი: ინახება 20ჩ - 80ჩ. შეფუთვის გახსნის შემდეგ არაუმეტეს 250ჩ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ერთჯერადი კონტეინერის შეფუთვის გახსნის შემდეგ: • ერთჯერადი კონტეინერი უნდა ინახებოდეს შეფუთვაში. • თვალის წვეთები უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 250ჩ • ერთჯერადი ჩაწვეთების შემდეგ საწვეთური დარჩენილ სითხესთან ერთად უნდა იქნეს გადაგდებული.