კოლდრექსის ფხვნილისგან ცხელი სასმელი მზადდება, რომელიც გაციებისა და გრიპის სიმპტომებს ამსუბუქებს. დალიე თბილად და დაისვენე.
შემადგენლობა
პარაცეტამოლი , ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი , ასკორბინის მჟავა;
ჩვენებები
გრიპისა და გაციების ძიითადი სიმპტომების კუპირება:
მიღების წესები და დოზები
1 საშეტის შიგთავსი (ფხვნილი) უნდა მოთავსდეს ფინჯანში, დაესხას ცხელი წყალი, და მოირიოს მის გახსნამდე. საჭიროების შემთხვევაში, დაემატოს ცივი წყალი და შაქარი. მოზრდილები: 1 საშეტი ყოველ 4-6 საათში. არაუმეტეს 4 საშეტის 24საათის განმავლობაში. მიღებებს შორის შუალედი არაუმცირეს 4საათისა. 12 წლიდან ბავშვებში: 1 საშეტი ყოველ 6საათში. არაუმეტეს 3 საშეტისა 24 საათში.
12წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე. არ არის რეკომენდებული პრეპარატის 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით გამოყენება, ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ტემპერატურე არაუმეტეს 25C
შენახვის ვადა 3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომნუ გამოიყენებთ პრეპარატს.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე