ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება ( H1 - ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკა ტორი). ჩვენებები: - სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის და ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომებისსამკურნალოდ , როგორიცაა ქავილი , ცემინება , რინორეა , ცრემლდენა , კონიუნქტივის ჰიპერემია ,; - ციებ - ცხელება ; - ჭინჭრის ციება , მათ შორის ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება , კვინკეს შეშუპება ; - სხვა ალერგიული დერმატოზები , მათ შორის ატოპიური დერმატიტი , რომელსაც თანახლავსქავილი და გამონაყარი. უკუჩვენებები: - ცეტირიზინის , ჰიდროქსიზინის და პიპერაზინის წარმოებულის და აგრეთვე , პრეპარატისსხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ; - თირკმლის უკმარისობი ს ტერმინალური სტადია ( KK <10 მლ / წთ); - გალაქტოზის მემკვიდროებითი შეუთავსებლობა , ლაქტაზის ნაკლებობა ან გლუკოზა -გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი ; - ბავშვთა ასაკი 6 წლამდე ( მოცემულ სამკურნალო ფორმისათვის); - ორსულობა , ლაქტაციის პერიოდი ; სიფრთხილით: - თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ( საჭიროებს დოზირების რეჟიმის კორექტირებას); - ღვიძლის ქრონიკული დაავადებები ; - ხანდაზმული ასაკი ( შესაძლებელია გორგლისებრი ფილტრაციის დაქვეითება). გამოყენების წესი და დოზირება: შინაგანად მისაღები , 1 ჭიქა სითხის დაყოლებით. მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ბავშვები: სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ (1 ტაბლეტი). ზოგჯერთერაპიული ეფექტის მიღწევა შესაძლებელია საწყისი დოზის 5 მგ (1/2 ტაბლეტი) დანიშვნით. განსაკუთრებული მითითებები: 6 თვიდან 6 წლამდე ბავშვებს ზირტეკს უნიშნავენ შიგნით მისაღები წვეთების სამკურნალო ფორმით 10 მგ/ მლ. საჭიროა სიფრთხილე ერთდროულად ალკოჰოლის მიღებისას . შენახვის პირობები: ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს +30 С. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. აფთიაქიდან გაცემის პირობები: II ჯგუფი (გაიცემა რეცეპტით);