Etacortilen eye gel 0.3 ml #20
Etacortilen eye gel 0.3 ml #20

Etacortilen eye gel 0.3 ml #20

Italy

სიფი
About Product
შემადგენლობა: დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი
 
ჩვენებები: მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები; თვალის წინა ნაწილის ანთებითი დაავადებები (კონიუნქტივიტი, სკლერიტი, ღრმა კერატიტი ეპითელიუმის დარღვევის გარეშე, ირიტი, ირიდოციკლიტი); თვალის უკანა ნაწილის ანთებითი დაავადებები (ქორიოიდიტი, ქორიორეტინიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი); ოპერაციის შედგომი და პოსტ-ტრავმული პერიოდის ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

უკუჩვენებები: კერატიტი, რომელიც გამოწვეულია ჰერპეს ზოსტერით, ჩუტყვავილა, აგრეთვე რქოვანასა და კონიუქტივის სხვა ვირუსული დაავადებები; თვალის მიკობაქტერიული ინფექციები; თვალის სოკოვანი დაავადებები; თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები; რქოვანას ეპითელიოპათია; თვალშიდა წნევის მომატება; პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესები და დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში :მწვავე ინფექციური პროცესების დროს პრეპარატის 1-2 წვეთს იწვეთებენ კონიუნქტივურ ღრუში თავდაპირველად 4-5-ჯერ 2 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგში-3-4 ჯერ 4-6 დღის განმავლობაში. ქრონიკული მდგომარეობების დროს 2-ჯერ დღე-ღამეში, მაქსიმუმ 4 კვირის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას.
ოპერაციის ან ტრავმის შემდგომ პერიოდში ანთებითი სიმპტომების ინტენსივობის ხარისხის მიხედვით პრეპარატს იწვეთებენ 2-4-ჯერ დღე-ღამეში 1-2 წვეთის ოდენობით 2-4 კვირის განმავლობაში. დექსამეტაზონის გამოყენება დასაშვებია სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც თვალის დაავადებების მკურნალობის დროს (ანტიბიოტიკები, მიდრიატიკები) გამოიყენება.
3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ალერგიული და ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ პრეპარატის 1 წვეთს აწვეთებენ 2-3-ჯერ დღე-ღამეში 7-10 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას აგრძელებენ 10 დღის შემდეგ ფლუორესცენციური სინჯის ჩატარების შემდეგ (სინჯები რქოვანას ეპითელიუმის მთლიანობის შესახებ).

შესაძლო გვერდითი მოვლენები: პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია თვალშიდა წნევის მომატება (კორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენების დროს საჭიროა რეგულარულად თვალშიდა წნევის გაზომვა). პრეპარატის მუდმივად 3 თვის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს უკანა კაფსულური კატარაქტა; შესაძლებელია აგრეთვე რეგენერაციის პროცესების შენელება.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ხმარების დროს. პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა, რომელთა გამოყენება რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენებიდან არანაკლებ 15წთ-ის შემდეგ. წვეთების ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია თვალშიდა წნევის მომატება. პრეპარატის ორი კვირისა და მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებისას საჭიროა თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი. კროტიკოსტეროიდულმა თერაპიამ შეიძლება შენიღბოს მიმდინარე ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია. ინფექციის არსებობის შემთხვევაში საჭიროა დამატებითი ადგილობრივი ანტიმიკრობული თერაპიის ჩატარება.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიმზების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური დანადგარების მართვის წინ დაუშვებელია, ვინაიდან მოსალოდნელია თვალიდან ცრემლდენა.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი გვერდითი მოვლენები. ალერგიული მოვლენების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გამოყენების წესი: საჭიროა ერთი კონტეინერის გამოცალკევება და პაციენტი უნდა დარწმუნდეს,რომ ის არ არის დაზიანებული.კონტეინერის გასახსნელად საჭიროა ბრტყელი ბოლოს მოტრიალება, თვალში ჩაწვეთების დროს საწვეთური არუნდა შეეხოს ქუთუთოს.

გამოშვების ფორმა: დექსამეტაზონი 0.15% მონოდოზები N 20 0.3მლ.

შენახვის წესი: არ ინახება 25C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: სიფი (SIFI S.p.A), იტალია.
Show More
More Info
Brand
სიფი
Country
Italy
Generic
dexamethasone
Dose
0.15%
Form
წვეთები თვალის
Quantity
20
Volume
0.3მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page