რა მედიკამენტები წავიღოთ მოგზაურობის დროს?
ბლოგი
კატეგორიები
თავის მოვლის ბრენდები
arrow
ჯანმრთელობაზე ზრუნვა
arrow
მზე და ზაფხული
arrow
სასარგებლო რჩევები
arrow
მოგზაურობა - დასვენება
თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
arrow

რა მედიკამენტები წავიღოთ მოგზაურობის დროს?

მოგზაურობა - დასვენება
04.06.2024
undefined

   
     მოგზაურობა სასიამოვნო და დასამახსოვრებელი მოგონებებით არის სავსე. ყველამ, ვისაც მოგზაურობა უყვარს, იცის, რომ აუცილებელია ბარგის ისე ჩალაგება, რომ სხვადასხვა მოულოდნელობისა და უსიამოვნებისთვის იყოს მზად.

     აუცილებლად შექმენი „მინი აფთიაქი“ მოგზაურობისათვის და მოიმარაგე საჭირო მედიკამენტები.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში ძალიან ძვირია მედიკამენტები და სხვა სამედიცინო მოხმარების ნივთები, ამიტომ ჯობია, თან წაიღო.
 

     გადავწყვიტეთ, საქმე გაგიმარტივოთ და გირჩიოთ ის კონკრეტული მედიკამენტები, რომლებიც შეგიძლია სამოგზაუროდ წასვლამდე წაიღო აფთიაქიდან.

 

 

 

მგზავრობის დროს მისაღები

 

A blue neck pillow on top of a suitcase travel

    
    მგზავრობის დროს თუ გაწუხებს თავბრუსხვევა, გულისრევა ან გიჭირს ჩაძინება, დაგჭირდება დრამინა ან ნორმოსტოპი, რომელიც მგზავრობამდე 30 წუთით ადრე უნდა მიიღო, ის დაგეხმარება დაძინებაში და დაგიცავს მოძრაობისგან გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებებისაგან.

 

 

ტკივილგამაყუჩებელი
 

    ტრანსპორტით მოძრაობა, დიდხანს სიარული თუ კლიმატის ცვალებადობა ზოგჯერ იწვევს თავის ან მუცლის ტკივილს, ამიტომ აუცილებლად იქონიე თან ტკივილგამაყუჩებელი იბუპროფენი ბიოგარანი ან იბუპროფენი ნორმონის ტაბლეტები.

 

 

 

ალერგიის საწინააღმდეგო
 

        მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა ალერგიისაკენ მიდრეკილი, მაინც შეიძლება გამოსცადო ალერგიული რეაქციის დისკომფორტი, რასაც ხშირად იწვევს ბუნებისა და კლიმატის ცვალებადობა, განსხვავებული საკვების მიღება თუ მწერის ნაკბენი. 
       აუცილებლად გაიყოლე ალერგიის დროს გადაუდებელი დახმარებისათვის დექსამეტაზონის ამპულა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში, ალერგიის გამოვლინების ასალაგებლად გამოიყენე ერიუსი,ბილასტინი,ნიქსარი,დესლორატადინი,სუპრასტინი ან ცეტირიზინის აბები.

 

 

 

მწერის ნაკბენის შემდგომი
 

itching hands travel

 

       ზაფხულში, საზღვაო და მთის კურორტებზე მაღალია ალბათობა, რომ მწერის ნაკბენმა შეგაწუხოს, რაც გამოვლინდება ქავილითა და სიწითლით. ამ დროს ადგილობრივად წასასმელად გამოიყენე დიმესტილის, ფენისტილის, ფოქსილის გელი ან ალერგოსანის მალამო.

 

 

 

გაციების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი
 

       სურდო, გაციება და ტემპერატურის მომატებაც ხშირად ხდება უსიამოვნო სიურპრიზი, რადგან ადამიანის ორგანიზმი ცვალებად ამინდსა და მიუჩვეველ ჰავაზე ახდენს ასეთ რეაგირებას. არავის უნდა, რომ თუნდაც ერთი დღე დაკარგოს შეუძლოდ ყოფნის გამო.
      მოემზადე და წაიღე ჰერბექსის ან ტაილოლფენ ჰოთის პაკეტები გაციების დაწყებისთანავე დასალევად.
ხოლო რინომარისის, ან ლაირესპის ცხვირის სპრეები გაციების დროს უკეთესად სუნთქვისათვის.
 სიცხის დამწევად კი პარაცეტამოლი ან იბუპროფენი გამოგადგება.
 

 

 

კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაწესრიგებელი
 

       მოგზაურობის დროს, ხშირია ენტერო ვირუსისთვის დამახასიათებელი პრობლემები, მაგალითად დიარეა, შეკრულობა (ყაბზობა), მუცლის შებერილობა და გულისრევა.
ამ ყველაფერს იწვევს შეუჩვეველი წყალი, განსხვავებული საკვები, ზღვისა და მდინარის წყალთან ურთიერთობა და ა.შ.
     მუცლის შებერილობის დროს შეგიძლია მიიღო ფლატოლის ან არგილე-კარბონის კაფსულები.

ფაღარათის(დიარეა) დროს მისაღებად გაიყოლე სმექტას პაკეტებიენტეროფურილის ან ლოპერამიდის კაფსულები.

ყაბზობის შემთხვევაში მიიღე ბენე ლაქსატივი კაფსულა ან ლუბრილაქსი წვეთები.

გულისრევის შეგრძნების მოსახსნელად შეგიძლია გამოიყენო დომპერიდონ ბიოგარანი ტაბლეტი.

როდესაც ზემოთ აღნიშნული პრობლემები იჩენს თავს, ფლორა არის მოსაწესრიგებელი, არსებობს გაუწყლოვების რისკიც და იკარგება ელექტროლიტები.
სწრაფად და კომპლექსურად რომ მოგვარდეს ეს ყველაფერი, სასურველია მიიღოთ ბენე ელექტროლიტიენტეროსგელი შინაგანი მისაღები გელიულტრაბიოტიკი Equilibre ან ბენე ბიფლორაკი კაფსულა.

 

 

 

ანტისეპტიკური, დამწვრობისა და ჭრილობის მოვლის საშუალებები
 

უსიამოვნო და მოულოდნელი შემთხვევებისათვის რომ იყო მზად, მოიმარაგე ისეთი ანტისეპტიკური საშუალებები, როგორიცაა წყალბადის ზეჟანგიკურადონას ხსნარი (ბეტადინი)ეთანოლი (სპირტი).

მცირე ჭრილობისა და დამწვრობის შემთხვევისთვის იქონიე პანთენოლი, მწვანე მალამო ან ოქტენისეპტის გელი.

 

 

 

შეჯამება
 

A toy airplane and passport with blue background travel

 

         სადაც არ უნდა წახვიდე დასასვენებლად, წინასწარ მომზადება და დაგეგმვა აუცილებელია შენი კმაყოფილებისა და სიმშვიდისათვის.
         წასვლისას მნიშვნელოვანია, რომ დროც დაზოგო და კომფორტულად იგრძნო თავი, ამისათვის კი ონლაინ შეძენა ყველაზე მარტივი გამოსავალია.
         ჯპს-ის ვებ-გვერდიდან და აპლიკაციიდან შეგიძლია შეიძინო ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტი, ხოლო შეკვეთას მაქსიმუმ 60 წუთში მიიღებ სასურველ მისამართზე.
        დააგროვე ტკბილი მოგონებები და იყავი მშვიდად!

დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი